მთავრობა წიაღის მოპოვებისთვის ლიცენზიების გაცემის დაჩქარებას გეგმავს. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტომ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც არამიზნობრივი დროის ოპტიმიზაციას მოახდენს და ქმნის სამართლებრივი მექანიზმს, რითაც ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული პირები შეძლებენ ლიცენზია მიიღონ უფრო მოკლე ვადაში, ვიდრე ეს მოქმედი რეგულაციებით არის შესაძლებელი. კერძოდ, ლიცენზიის გამცემი თავად განსაზღვრავს რამდენი დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია აუქციონის ჩატარებაზე. ასეთი ინფორმაცია კი, eauction.ge-ს ვებ-გვერდზე ან სხვა საშუალებებით გავრცელდება. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო იმედოვნებს, რომ ამ გზით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების რაოდენობა გაიზრდება, რაც საბიუჯეტო შემოსავლებსაც გაზრდის.
რა ხდება დღეს წიაღის სექტორში, რას გულისხმობს კანონპროექტი, როგორ ხედავს მის მიზანს ბიზნესი და ხომ არ შეიცავს დამატებით რისკებს?
სტუმარი: მაია ზავრაშვილი - Colliers Georgia MMS-ს მმართველი პარტნიორი;