მთავრობა ტურისტული სეზონის განმავლობაში მაშველების რაოდენობას ზრდის
თამუნა დემეტრაშვილი
11.07.18 20:20
• 501
მთავრობა ტურისტული სეზონის განმავლობაში მაშველების რაოდენობას ზრდის, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა. განკარგულების მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაზე გამონაკლისის სახით არ გავრცელდება საბიუჯეტო შეზღუდვა და უწყებას მიეცა საშუალება 2018 წლის განმავლობაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად მეტი თანამშრომელი ჰყავდეს. დადგენილებით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრულია 350 საშტატო ერთეულით, საიდანაც არაუმეტეს 180 ერთეული გათვალისწინებული იქნება ტურისტული სეზონის განმავლობაში სამაშველო ამოცანების შესასრულებლად.