მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა თხილის მავნებლის წინააღმდეგ 13 მილიონ ლარს დახარჯავს

58d3bdfbcf81a
ელენე გოგბერაშვილი
23.03.17 16:21
6185
მთავრობა დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 13 მილიონ ლარს დახარჯავს. 13 მილიონი ლარიდან 7,5 მილიონ ლარს საქართველოს მთავრობა, ხოლო 5,5 მილიონ ლარს კი ამერიკის მთავრობა გამოყოფს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მოსახლეობას ჰექტარ ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტარამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატს გადასცემს.

შეწამლითი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 48 ათას 544 ჰექტარზე. ქიმიური წამლობის ჩატარება მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
აზიური ფაროსანას საქართველოში გავრცელება 2015 წლიდან ფიქსირდება. ექსპერტების შეფასებით, თხილის სექტორმა 50-დან 60 მილიონ ლარამდე იზარალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები