მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა უახლოეს სხდომაზე საქართველოს მესამე ეროვნულ სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს

57e22b1d2ce9b
BM.GE
21.09.16 10:33
1323
ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო, ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში ხელისუფლების ყველა შტოს ეფექტიანი მონაწილეობის მისაბაძი მაგალითია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარტნიორობის დაარსებიდან საქართველომ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

პრემიერმა ღია მმართველობის პარტნიორობის ეგიდით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

"ჩვენ წამოვიწყეთ ინფორმაციის თავისუფლების რეფორმა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღია მონაცემებზე და ეროვნული არქივების ხელმისაწვდომობაზე",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ ასევე საფუძვლიანი ცვლილებები შეიტანა საჯარო მომსახურებაში.

"შევქმენით ქონების დეკლარაციების მონიტორინგის ეფექტიანი სისტემა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ საჯარო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. საქართველოში ჩემი დაბრუნებისთანავე, ჩვენი კაბინეტი დაამტკიცებს საქართველოს მესამე ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა ჯგუფების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგია. გარდა ამისა, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ღია მმართველობა - საქართველოს ფორუმს - დიალოგის პერმანენტულ მექანიზმს, რომელიც ღია მმართველობის რეფორმების განხორციელების ხელშესაწყობად თავს უყრის მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები