მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობა უცხოელ ინვესტორებს ისე ექცევა როგორც ქალბატონს, ხოლო როდესაც ქვეყანაში შემოვლენ - ექცევა როგორც ცოლს"

58873d0e8e2e2
ნინო კვინტრაძე
24.01.17 15:38
2026
"ბოლო 20 წელია მთავრობა უცხოელ ინვესტორებს ისე ექცევა როგორც ქალბატონს, ხოლო როდესაც ქვეყანაში შემოვლენ - ექცევა როგორც ცოლს, რომელმაც უნდა დაალაგოს და მოაწესრიგოს ყველაფერი",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი აცხადებს.

მისი თქმით, მთავრობა როგორც ქართველ ისე უცხოელ ინვესტორებს როგორც "ქალბატონს" ისე უნდა მოექცეს.

„ასევე პრობლემაა, რომ მოსამართლეები უმეტეს შემთხვევაში დავის განხილვისას ქართული მხარის პოზიციას იჭერენ და არა უცხოელისას. ნაციონალიზმი და პატრიოტიზმი კარგია, თუმცა, არ შეიძლება მოსამართლე იმას უჭერდეს მხარს, ვინც მას მოსწონს“,- განაცხადა ფადი ასლიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები