მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩოს შექმნის

უძრავი ქონება

საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, რომლითაც პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დამტკიცდა.

როგორც ირკვევა შესაბამისი ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.

"საფინანსო სექტორის განვითარებისა და ბაზარზე მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაჩენისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარება. აღნიშნული მიმართულებით, პროექტი ითვალისწინებს ასეთი ტიპის ფონდების რეგულირების ჩარჩოს შექმნას",- აღნიშნულია დოკუმენტში და ასევე წერია, რომ კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები