მთავრობა უკანონოდ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს. ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი განხილვა დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში უკვე დაიწყო. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ამნისტია შეეხება პირს, ვინც მითვისებულ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ღირებულებას გადაიხდის.