მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წამლის სააგენტოს აფუძნებს

5bed664b9b0c6
ნინო კვინტრაძე
15.11.18 16:27
1014
ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციის ფარგლებში, წამლის სახელმწიფო სააგენტო ფუძნდება, რომელიც აღნიშნული სსიპ-ის დაქვემდებარებაში იქნება.

სააგენტო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამართალმემკვიდრე ხდება წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.
სააგენტო წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის მიმართულებით განსახორციელებელი კომპეტენციით აღიჭურვება და საქმიანობას 1-ლი იანვრიდან დაიწყებს.
რაც შეეხება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციას, აღნიშნული უწყების თანამშრომლების ნაწილი ავტომატურად წამლის სააგენტოში დასაქმდება.

ამასთან, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მთავრობის/სამინისტროს/სააგენტოს მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.




გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები