მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა წიაღისეულის რესურსის ათვისების სტატეგიაზე მუშაობს

5b4a128adaf1f
BM.GE
14.07.18 19:11
813

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, წიაღისეულის რესურსის ათვისების სტატეგიის შემუშავება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით მიმდინარეობს.

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავება. ვვარაუდობთ, რომ შედეგებს წლის ბოლოს მივიღებთ. ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ შემდეგ კითხვებზე - რა რესურსს ვვარაუდობთ, რომ გვაქვს; რამდენი უნდა ჩავდოთ ბიუჯეტში ამ რესურსის შესწავლაში, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სწორად გავანაწილოთ ლიცეზიები, გავყიდოთ ლიცენზიები აუქციონზე მაქსიმალურად მომგებიან ფასად მთავრობისათვის და ინვესტორისთვის და ასევე, გავითვალისწინოთ ის ინფრასტრუქტურა, რაც რესურსის ათვისებისთვის აუცილებელია. ამ კითხვებზე პასუხების შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით, ლიცენზიები რესურსებზე ბლოკებად დავჭრათ და სწორად მოვაწყოთ აუქციონები, რომ ეს ლიცენზიები გაიყიდოს", - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები