მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა "წყნეთის აგარაკებს" გასაყიდად დღეს გამოიტანს - საწყისი ფასი ცნობილია

5e00a865d6cde
ინგა მურუსიძე
23.12.19 15:40
4677

დღის ბოლომდე ე.წ. წყნეთის აგარაკებზე აუქციონი გამოცხადდება, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ობიექტის საწყისი ღირებულება 57 მილიონი ლარია და მყიდველს საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაც მოუწევს.

„თქვენ იცით, რომ სამი კვირის წინ ჩვენ ახალი, უპრეცედენტო პროექტი გავუშვით, ეს იყო „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, ერთდროულად 100 და სხვადასხვა დროს 100-ზე მეტი აუქციონი ტრიალებს ელექტრონულად; პირველი ორი კვირა იყო ძალიან წარმატებული და ახლა დღეს, ვამატებთ დღის ბოლომდე  ახალ საინტერესო მიმზიდველ ობიექტს, ეს არის ე.წ. წყნეთის აგარაკები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო სახელმწიფოს ბალანსზე. ეს ისეთი ობიექტია, ძალიან მიმზიდველია და აქ შეიძლება საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა აშენდეს სასტუმროს კომპლექსი და შეფასება, რომელიც გაკეთდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ - 57 მილიონი ლარი, ეს იქნება საწყისი ფასი. ობიექტს მიჰყვება საინვესტიციო ვალდებულება. ჩვენი აუქციონი ყველაზე კარგი გზა არის იმისთვის, რომ გავტესტოთ რამდენად ობიექტურია ფასი, რამდენად მიმზიდველია ობიექტი და წარმატება ვუსურვოთ ქონების მართვის სააგენტოს ამ აუქციონის წარმართვაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო ქონების ქონების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში კვლავ 11 ე.წ "სამთავრობო აგარაკია". უძრავი ქონება, რომელიც წყნეთში, 86 965 კვ.მ. მიწის ნაკვეთზეა განლაგებული, შპს სახელმწიფო მომსახურების ბიუროს ბალანსზე ირიცხება, რომელიც თავის მხრივ, ქონების ეროვნული სააგენტოს შპს-ს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები