მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას იწყებს - რას ფიქრობს ბიზნესი?

5e9f1ccf8e2ac
სალომე მეცხვარიშვილი
22.04.20 09:20
1262
მთავრობა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას იწყებს. შედეგად კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ, ტომარა ფქვილს მაქსიმუმ 51 ლარად გაყიდიან. ეს არის, ასე ვთქავთ, ინტერესთა გამოხატვა კომპანიებისთვის - ვინც საუკეთესო ფასს დადებს, გამარჯვებულიც ის იქნება და ის მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფოსგან. სუბსიდია კი, ერთ ტონა ხორბალზე მაქსიმუმ 40 დოლარი იქნება.

წისქვილკომბინატ "ჯეომილის" წარმომადგენელი ბესო ბეჟაშვილი ამბობს, რომ მთავრობის 40 დოლარიანი სუბსიდიის შემთხვევაში ტომარა ფქვილზე 51-ლარიანი საფასო ლიმიტის დაწესება, ნორმალურია.

მისი თქმით, ბოლო კვირებია საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასები მკვეთრად იზრდება, ამიტომ სუბსიდირება პურის ფასის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

“ბოლო 2-3 კვირაა ხორბლის ფასი იზრდება. თან კორონავირუსთან დაკავშირებით მიწოდების პრობლემები შეიქმნა, ზოგიერთმა ქვეყანამ მთლიანად აკრძალა მარცვლეულის ექსპორტი. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი რუსეთც კვოტებს აწესებს: მაგალითად რუმინეთმა, ყაზახეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა შეაჩერა მარცვლეულის ექსპორტი. მოთხოვნა გაზრდილია შესაბამისად, ყველას მოსწრება უნდა, რომ რუსეთიდან მოახერხონ ხორბლის გამოტანა.

25-30 დოლარის ფარგლებშია ზრდა ტონა ხორბალზე ბოლო 3 კვირაში. 240-245 დოლარია ახლა ფასი, რამდენიმე კვირის წინ კი 220-218 დოლარი ღირდა”, - აცხადებს ბესო ბეჟაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები