მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობა "ხუდონჰესთან" დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას 6 თვიდან ერთ წლამდე ვარაუდობს

5948b399d6713
დავით ჯალაღონია
20.06.17 09:31
1303
მთავრობა „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას 6 თვიდან ერთ წლამდე ვარაუდობს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განუცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ „ხუდონზე“. გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობა დაახლოებით 6 თვიდან ერთ წლამდე, ანუ „ხუდონი“ საკმაოდ აქტუალურია“, - განაცხადა ელოშვილმა.

კითხვაზე, მიაღწია თუ არა ქართულმა მხარემ „ხუდონჰესის“ ინვესტორ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ შეთანხმებას პროექტის გამოსყიდვის პირობებთან დაკავშირებით, ელოშვილმა პასუხად განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები მიდის, რასაც დრო დასჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ "ხუდონჰესის" ინვესტორთან პროექტის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 19 აპრილს განაცხადა. იგი ირწმუნება, რომ სახელმწიფო ამ პროექტს უკეთ განახორციელებს. მოგვიანებით, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ მთავრობის მიერ ინვესტორისგან "ხუდონჰესის" გამოსყიდვის პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. რა თანხის გადახდა მოუწევს მთავრობას "ხუდონჰესში" "ტრანს ელექტრიკასთვის", უცნობია. თანხას აუდიტი დაითვლის. თავად კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ კი „საქმის კურსთან“ რანდენიმე თვის წინ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტორმა პროექტზე 30 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები