მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა: ყველანაირად ვეცდებით, ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური

5c0ab8801da9a
თელარა გელანტია
07.12.18 22:10
867
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა განაცხადა, სხდომაზე ინაუგურაციის სცენარი განიხილეს.

„ვიმსჯელეთ ღონისძიების სცენარისა და მოწვეული სტუმრების შესახებ. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს საკითხი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც დაზუსტდება საბოლოო სცენარი და სტუმრების რაოდენობა. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თელავში. ყველანაირად ვეცდებით, რომ ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები