მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მთავრობა ზრდიდა აქციზს სიგარეტზე, მაგრამ ბაზარი არ შემცირებულა"

5b6304b87ae1b
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.18 20:00
668
მთავრობა ზრდიდა აქციზს სიგარეტზე, მაგრამ ბაზარი არ შემცირებულა, - ამის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო მჭედლიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, აქციზის ზრდის და სიგარეტის გაძვირების შედეგი ისაა, რომ მომხმარებელი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა.

„რას ვხედავთ ჩვენ შედეგად? უფილტრო სიგარეტზე 2-ჯერ ნაკლებია აქციზი, ვიდრე ფილტრიანზე, მომხმარებელი გადავიდა უფილტროზე რომელიც გაცილებით უფრო დამაზიანებელია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ფილტრიანი.

საქართველოში 80%-90% არის იმპორტირებული სიგარეტი და მთლიანი ბაზარი შემცირებული არ არის“,- აცხადებს ნიკო მჭედლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები