საქართველოს მთავრობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში მდებარე 3338 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცა.
აღნიშნული საქართველოს მთავრობის 8 თებერვლის განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ ეკლესიას აღნიშნული ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა.
განკარგულების მიხედვით, ავტოკეფალურმა ეკლესიამ საპრივატიზებო თანხა - 1 ლარი, ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

























