მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ 10 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა

606fea3a724a8
ინგა მურუსიძე
09.04.21 09:41
1119
2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ: ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით მომავალი ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურში დაიხრჩო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები