მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ 11 მეწარმეს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა - რას საქმიანობენ სუბიექტები?

პური

მთავრობამ იმერეთში, რაჭაში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში 11 მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 421-ე და 422-ე განკარგულებები 25 თებერვლით არის დათარიღებული.

დოკუმენტის მიხედვით, ამ მეწარმე სუბიექტებიდან 7-ს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი აქვს, ხოლო 4-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოა.

  • კომპანია „ალვაზი“ რაჭაში ქალაქ ამბროლაურში ყურძნის გადამუშავებითა და ღვინის წარმოებით არის დაკავებული;
  • კომპანია „ველი 24“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ხის მორების შეძენა-ხერხვის საქმიანობას მისდევს;
  • კომპანია „თბილი კეტა 777“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ხის მორების შეძენა, ხერხვა, რეალიზაციით არის დაკავებული;
  • კომპანია „ვალოდიას მარანი“ კი ასპინძის მუნიციპალიტეტში ყურძნის მოყვანას და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება-რეალიზაციას ეწევა.

დანარჩენი 7 ინდმეწარმედან 6 ახალქალაქში საქმიანობს. მათგან 4 - პურის, ერთი - გაყინული ნახევარფაბრიკატების, ერთი - ლეიბების და საწოლების წარმოებით არის დაკავებული.

ერთი კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორში ყავის/ჩაის სასმელებს აწარმოებს.

ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო (ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირი), რომელიც საქმიანობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში და აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ამ სტატუსის მქონე პირი 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება, რაც პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავლაზე ვრცელდება.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება სუბიექტის განაცხადის საფუძველზე ხდება, ხოლო სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია როგორც სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, ასევე შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით. ნებისმიერ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური სტატუსის ცვლილებისთვის მიმართავს მთავრობას, რომელიც წყვეტს ამტკიცებს სტატუსის მინიჭებას, შეჩერებასა თუ შეწყვეტას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები