მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 2026 წლის რთველში შესასყიდი ყურძნის ფასები შეცვალა

რთველი 2024

2026 წლის რთველში სახელმწიფოს მიერ შესასყიდი ყურძნის ფასები შეიცვალა - ამას ითვალისწინებს მთავრობის 4 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც შეიცვალა ის ფასები, რაც 2026 წლის 12 მარტის განკარგულებით იყო განსაზღვრული.

2026 წლის რთველის ფარგლებში შესასყიდი ყურძნის ფასი მიბმულია ყურძენში შაქრიანობის დონესთან. აქამდე მოქმედი განკარგულებით ყველაზე მაღალი კატეგორიის ყურძენი საფერავის ჯიშის შემთხვევაში იწყებოდა 22%-ის შაქრიანობით, ახალი განკარგულებით კი ეს პარამეტრი 21%-მდე შემცირდა, ხოლო შესასყიდი ფასი კი უცვლელი დარჩა კილოგრამზე 1.5 ლარის ოდენობით.

ხოლო სხვა ჯიშების შემთხვევაში კი შეიცვალა ფასი - 1.30 ლარის ნაცვლად 1.33 ლარის ოდენობით.

პარამეტრი / პოზიცია წინა რედაქცია ახალი რედაქცია ცვლილების შინაარსი
საფერავი (კონდიციური) შაქრიანობა არანაკლებ 22% შაქრიანობა არანაკლებ 21% მოთხოვნილი შაქრიანობის ზღვარი შემცირდა 1%-ით.
საფერავი (არაკონდიციური) შაქრიანობა 17%-იდან 22%-მდე შაქრიანობა 17%-იდან 21%-ამდე შაქრიანობის ზედა ზღვარი შემცირდა 21%-მდე.
სხვა ჯიშის ყურძენი (კონდიციური) 1,30 ლარი 1,330 ლარი ფასი გაიზარდა 0,03 ლარით (3 თეთრით).

მევენახეებისგან ყურძენს სახელმწიფო კომპანია "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. კომპანია 2026 წლის რთველის სუბსიდირებას 50 მილიონიანი დაფინანსებით დაიწყებს. თუმცა, როგორც წინა წლის რთველმა აჩვენა სახელმწიფომ წინასწარ განსაზღვრულზე ბევრად მეტი დაფინანსება გასცა რთველის სუბსიდირებისთვის და "მოსავლის მართვის კომპანიამ" 145.7 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა, რაზეც 240 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები