მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ 50 ახალი სასტუმროსთვის 19 ინვესტორი უკვე იპოვა

5b20cfe81ab34
თელარა გელანტია
13.06.18 12:30
1429
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის - „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში,  19 ობიექტი გაიყიდა.

სააგენტოდან BM.ge-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 19 ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხა, ჯამში, 53 მლნ ლარს აჭარბებს (53 323 001 ლარი).

რაც შეეხება საინვესტიციო ვალდებულებას, ქონების შემძენმა ინვესტორებმა საპრივატიზაციო პირობებით განსაზღვრულ პერიოდებში, ჯამურად, 108 მლნ 140 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.

მისივე ინფორმაციით, პრივატიზებულ ობიექტებს შორისაა არასასოფლო-სამეურნეო მიწა და შენობა ნაგებობები თბილისში, მესტიაში, უწერაში, ამბროლაურში, ქობულეთში, ყვარელში, ხაშურში, ბაკურიანსა და ბორჯომში.

როგორც BM.ge-ის ქონების სააგენტოში განუცხადეს, საინვესტიციო ვალდებულების შესრულება უკვე დაწყებულია. ზოგიერთ შემთხვევაში - დასრულებულიც. მაგალითად, მესტიაში უკვე გაიხსნა ჰოსტელი „სეტი“, რომელიც ტურისტების მოლოდინშია.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად, შპს „ბლექ სი რიზორთ“-მა სოფელ ციხისძირში შეიძინა 90 135.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 13 650 000 ლარად, სადაც 5 წლის ვადაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 30 ადამიანი დაასაქმოს; ასევე, შპს „ასტორიამ“ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე იყიდა 3841.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1-N10 შენობა-ნაგებობები 12 505 000 ლარად, 10 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით და 4 წელიწადში არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო უნდა გახსნას.

შეგახსენებთ: პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა მოაწყონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები