საქართველოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხა კიდევ 6 580 900 ლარით 123 693 900 ლარამდე გაიზარდა.
„ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 10 დეკემბრით დათარიღებული 2081-ე განკარგულებით საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 იანვრის 186-ე განკარგულებაში. აღნიშნული ცვლილებით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტი ხარაგაულის, ბაღდათის, ლანჩხუთის, ვანის, ამბროლაურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებს ეზრდებათ. თანხები დამატებით დმანისის და მესტიის მუნიციპალიტეტებისთვის არის განსაზღვრული.
იანვრის ბოლოსთვის ანუ წლის დასაწყისისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტისთვის 6 400 000 ლარი იყო გამოყოფილი. ამის შემდეგ მთავრობამ სტიქიების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფილი თანხის მოცულობა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა უკვე მეშვიდედ დააკორექტირა. აღნიშნული თანხა 47 მუნიციპალიტეტზე განაწილდება.
განსხვავებული მოცულობის თანხები გაწერილია ზუგდიდის, ხარაგაულის, გურჯაანის, სიღნაღის, ახალციხის, საგარეჯოს, ბორჯომის, ახმეტის, სენაკის, ხონის, ბაღდათის, გორის, თიანეთის, თერჯოლის, წალენჯიხის, კასპის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ლენტეხის, მარნეულის, ლაგოდეხის. ყვარლის, ჩოხატაურის, ვანის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ცაგერის, ქუთაისის, თეთრი წყაროს, ამბროლაურის, საჩხერის, ხაშურის, ზესტაფონის, თელავის, ადიგენის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის, ონის, ბოლნისის, ხობის, ფოთის, მცხეთის, დუშეთის, სამტრედიის, ტყიბულის, დმანისისა და მესტიის მუნიციპალიტეტებისთვის.




























