მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 88 მიკროავტობუსის შესაძენად ₾13.4-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

მიკროავტობუსი

საქართველოს მთავრობამ M2 კატეგორიის 88 ერთეული ავტობუსის შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13.4 მლნ ლარია, რაც ნიშნავს, რომ ერთი მიკროავტობუსის საშუალო ღირებულება 152 740 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ავტობუსების მიწოდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში მოხდება. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირება, განბაჟება და სახელმწიფო რეგისტრაცია.

ტენდერში წინადადებების მიღება 10 სექტემბერს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები