მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის ანალიზისთვის იურისტები დაიქირავა

5c9fbed40cd41
BM.GE
30.03.19 23:04
16099
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო სააგენტოს მიერ, მომსახურების შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით White&Case LLP–სთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 80 000 აშშ დოლარია.

"დამატებითი მისია მოიცავს კლიენტისთვის სრულყოფილი იურიდიული მემორანდუმის მომზადებასა და გავრცელებას, სადაც იქნება ანალიზი იმ სამართლებრივ შედეგებზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტას მოჰყვება. კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს იურიდიული მემორანდუმის საწყისი პროექტი კლიენტისგან მოთხოვნის მიღებიდან 20 სამუშაო დღეში", – ნათქვამია მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.



აღნიშნულ ხელშეკრულებაში ასევე მოცემულია მუხლები, რომლებიც სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას მოიცავს.

იხილეთ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება:
https://tenders.procurement.gov.ge/public/library/ssp/document.php?code=spa-cmr-2019-03-25/7cb07a3ac95ec84721cf7285ac5ac9aa-229bc3ea-9eb3-4780-9879-ff12ff631f53&mime=application/pdf&save=%20~%20contract%20N%2014.pdf

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები