მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ აზერბაიჯანში სქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე გაათავისუფლა

ზურაბ პატარიძე
22.08.24 10:49
1758

საქართველოს მთავრობის 20 აგვისტოს განკარგულებით პრეზიდენტს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების წინადადება წარედგინა.

ზურაბ პატარაძე აღნიშნულ პოსტს გასული 6 წლის განმავლობაში, 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების თანახმად, პატარიძე პოსტიდან 2025 წლის 1 იანვრიდან გათავისუფლდება.

ზურაბ პატარაძე 2016-2018 წლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, მისი სრული სამსახურებრივი ბიოგრაფია კი ასეთია:

08/2018 - დღემდე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

2016 (15 ივლისიდან) - 2018 (21 ივლისამდე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2013 - 2016 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში.

2012 - 2013 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.

2011 - 2012 - საქართველოს გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი).

2011 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

2009 - 2010 - საქართველოს გენერალური კონსული ქ. სალონიკში.

2009 (4 მარტიდან - 1 მაისამდე) - რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსული.

2007 - 2009 - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონსული.

2004 - 2007 - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი.

2000 - 2004 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.

2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი.

1996 - 2000 წლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

1994 - 1996 წლებში, ქ. ბათუმის საბანკო სტრუქტურები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები