მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ BP-ის წითელ ნუსხაში შესული მცენარეების მოჭრის უფლება მისცა

59672fbba26e3
სალომე მეცხვარიშვილი
13.07.17 10:42
1315
მთავრობამ "საქართველოს მილსადენის კომპანიას", რომელსაც საქართველოში BP წარმოადგენს, წითელ ნუსხაში შესული მცენარეების მოჭრის უფლება მისცა. შესაბამისი განკარგულება 30 ივნისს გამოიცა.

შედეგად, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის სექციური ცვლილებების (WREP SRP) პროექტთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით "საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს" მისცეს უფლება, მცხეთის, გარდაბნისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარეების სახეობები.

საუბარია 191 ინდივიდ პატარა თელადუმაზე და ერთ ინდივიდ კაკლის ხეზე.

"წითელ ნუსხაში" შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლს განახორციელებს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) კომპანიას საქართველოში BP წარმოადგენს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მილსადენის კომპანიის (GPC) სახელით და გეგმავს მილსადენის გარკვეული სექციების გამოცვლისა და მილსადენის სექციების მარშრუტის შეცვლას. პროექტის მიზანია, აზერბაიჯანიდან საქართველოში, შავ ზღვაზე არსებულ სუფსის ტერმინალამდე ნავთობის უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირების უწყვეტობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები