"ოცნების" მთავრობამ მცხეთის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს უცხოური გრანტის მიღებაზე თანხმობა მისცა.
შესაბამისი განკარგულებების თანახმად, ორივე შემთხვევაში გრანტის გამცემია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველო".
მცხეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში გრანტი 26 476 ლარია და მოხმარდება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას. ჭიათურის მუნიციპალიტეტი კი ამავე მიზნით მიიღებს 17 957 ლარს.




























