მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ნუსხა დაამტკიცა

5a7d53461c932
მეგი კავთუაშვილი
09.02.18 11:51
5881
საქართველოს მთავრობამ შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი პროფესიების ნუსხა დაამტკიცა, რომლებიც საჯარო სამსახურში განსხვავებული წესით მიიღებენ შრომის ანაზღაურებას.

აღნიშნულ კატეგორიაში სულ 5 სფერო მოხვდა. მათ შორის, საინფორმაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფერო, სამოქალაქო ავიაციის სფერო, საზღვაო სფერო და ჰიდროგრაფიული სფერო.

სპეციალობათა ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

ანალიტიკოსი, პროგრამისტი, საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი, საინფორმაციო სისტემის ინჟინერი, ინფორმაციული უსაფრთხოების ხემძღვანელი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სპეციალისტი, აუდიტის ზედამხედველობის ინსპექტორი, მფრინავი/პილოტი/ავიასაწარმოების სერტიფიცირების ზედამხედველობის სპეციალისტი, ფრენის სამედიცინო უზრუნველყოფაზე ზედამხედველი ექიმი-ინსპექტორი, ავიასპეციალისტების სერტიფიცირების ინსპექტორი, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების ინსპექტორი, ავიატექნიკოსი/საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის (Airworthiness)/ტექნიკური მომსახურების საწარმოს სპეციალისტი , SAFA (უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმება) ინსპექტორი, აეროდრომების/აეროპორტების ინსპექტორი, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ინსპექტორი, საავიაციო უშიშროების ინსპექტორი (AVSEC), საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ინსპექტორი (ATM)/კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების ინსპექტორი (CNS),სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი (AIS) , მეტეოროლოგიური მომსახურების უსაფრთხოების სპეციალისტი, საავიაციო ძებნა-შველის სპეციალისტი, სააერნაოსნო პროცედურების/კარტოგრაფიული მომსახურების სპეციალისტი, სამოქალაქო ავიციის საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის სპეციალისტი, უპილოტო საჰაერო ხომალდების/სისტემების სპეციალისტი, მეზღვაური, გემთმშენებელი, ჰიდროინჟინერი (საზღვაო),ოკეანოგრაფიული დაკვირვებებისა და საზღვაო კვლევების დაგეგმარების სპეციალისტი , საზღვაო კარტოგრაფი, საზღვაო-სანავიგაციო რუკების კორექტორი/სპეციალისტი, ჰიდროგრაფიული კვლევის ინჟინერი, საზღვაო სინოპტიკოს-მეტეოროლოგი, რადიო-ნავიგაციური საშუალებების სპეციალისტი, ნავიგაციის დამხმარე საშუალებების სპეციალისტი.

მონაცემები საჯარო სამსახურის ბიურომ შეაგროვა. როგორც აღნიშნულ უწყებაში ამბობენ, ნუსხაში შრომის ბაზარზე არსებული ის მაღალანაზღაურებადი პროფესიები შევიდა, რომლებსაც შრომის ანაზღაურების კანონის ჩარჩო რეგულაციის მიხედვით, საჯარო სექტორში საბაზროზე ბევრად დაბალი ანაზღაურება ერგებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები