დევნილთა ბინების შესყიდვისთვის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრა. ცვლილება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში” შევიდა. შედეგად, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა ერთ საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) განისაზღვრება:
ა) არაუმეტეს 17 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 1-2 წევრისაგან;
ბ) არაუმეტეს 21 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 3 წევრისაგან;
გ) არაუმეტეს 23 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 4 წევრისაგან;
დ) არაუმეტეს 26 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 5 წევრისაგან;
ე) არაუმეტეს 29 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 6 წევრისაგან;
ვ) არაუმეტეს 32 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 7 წევრისაგან;
ზ) არაუმეტეს 35 000 ლარისა − ოჯახზე, რომელიც შედგება 8 წევრისაგან, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.“
კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე, მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას ერთ საცხოვრებელ ფართზე და შესაბამისად შესასყიდი ფართების მაქსიმალურ რაოდენობასაც.

























