მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს "კასლეთი 1"-ის ჰესზე ხელშეკრულების გაფორმება დაავალა

კასლეთი

"ოცნების" მთავრობამ შპს კასლეთი 1-ის მიერ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიწონა. ირაკლი კობახიძის 22 ივლისის გამოცემული განკარგულებით, მთავრობამ ასევე მოიწონა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა (ესკო) და შპს კასლეთი 1-ს შორის დასადები ხელშეკრულება.

ამას გარდა, ეკონომიკის სამინისტროს დაავალა უზრუნველყოს ესკოსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმება.

ცნობისთვის, "კასლეთი 1" მცირე 7.6 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურია, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება წელს იგეგმება. ჰესი მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე კასლეთზე უნდა აშენდეს.

"კასლეთი 1"-ის დირექტორი ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი (1999-2003წწ) დავით მირცხულავაა. კომპანიის 45%-ს ფლობს შპს “განახლებადი ენერგეტიკა”, 22.5%-ს ფლობს შპს “იბერკომპანი”, კიდევ 22.5%-ს - შპს “თაბუნი”, 5-5%-ს კი ლევან დიასამიძე და თინათინ ენუქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები