საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ავალებს ქალაქ სამტრედიის განვითარებისათვის საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავებას. დოკუმენტი 2026 წლის 3 ივნისით თარიღდება და მას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
მიღებული განკარგულების მიხედვით, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
- ქალაქ სამტრედიის დასაგეგმარებელი საორიენტაციო ტერიტორიის მოწესრიგებული და დაბალანსებული განვითარების უზრუნველსაყოფად საბაზისო-თემატური გეგმის შემუშავება;
- აღნიშნული გეგმის წარმოდგენა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, განკარგულება ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს და სთხოვს სამტრედიის მუნიციპალიტეტს, კოორდინირებული თანამშრომლობა გაუწიონ სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს.


























