მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ე.წ რიყის დოქები 10 მლნ ლარად გაყიდა

623c722348b23
მარიამ ვარადაშვილი
24.03.22 17:13
3976
თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ რიყის დოქები მეშვიდე აუქციონზე გაიყიდა. 14591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი მთავრობამ 10 020 000 ლარად გაიყიდა. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ე.წ რიყის დოქები აუქციონზე ბოლოს თებერვალში ჰქონდა გამოტანილი.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მუზეუმი (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმი) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე/დარბაზი მოაწყოს. ამას გარდა, ინვესტორმა პროექტში სულ მცირე 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები