მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ განვადებით მშენებლობის 78-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა

633a9b850785e
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.22 12:41
563
საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განვადებით მშენებლობის პროექტის ფარგლებში ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 78 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ პროექტებით კომპანია ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგებისა (36.5 მლნ) და ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის (41.5 მლნ) მშენებლობას გეგმავს.

სატენდერო პირობებიდან ირკვევა, რომ პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ახალი ტენდერის ღირებულების არანაკლებ 50%-ის საფასურის მქონე წყალმომარაგების ან წყალარინების პროექტი.

განვადებით მშენებლობა გულისხმობს, რომ ტენდერში გამარჯვებული საქმიანობას იწყებს ან საკუთარი ფინანსებით, ან ბანკისგან მიღებული საგარანტიო თანხით. შესაბამისად, ტენდერში მონაწილე თითოეული პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს ცნობა, რომ მას გააჩნია საკრედიტო ხაზი, რომლის ზომაც შესყიდვის არანაკლებ 10%-ზეა.

“პრეტენდენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) წარმოადგინოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის ღირებულების დამტკიცებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება/დოკუმენტი, ან/და საბანკო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი რაც უნდა ადასტურებდეს, ამავე ოდენობის ფულადი სახსრების არსებობას მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ან/და წარმოადგინოს როგორც საკრედიტო ხაზის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ინფორმაცია საკუთარ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების შესახებ, იმდაგვარად, რომ მათი ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 10%-ზე ნაკლები,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები