მთავრობამ ხონის მუნიციპალიტეტს TIKA-სგან საბავშვო ბაღისთვის გრანტის მიღების უფლება მისცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 15 ივლისს გამოსცა.
„მიეცეს თანხმობა ხონის მუნიციპალიტეტს, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისისგან მიიღოს გრანტი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის საჭირო ინვენტარის გადაცემის მიზნით“, - წერია განკარგულებაში.
ცნობისთვის, „გრანტების შესახებ კანონის“ თანახმად, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აკრძალულია. კერძოდ, გრანტის გამცემმა მთავრობისგან უნდა მოიპოვოს თანხმობა, რათა საქართველოში მოქმედმა ორგანიზაციამ, დაწესებულებამ გრანტი გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით.



























