მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ხულო-ზარზმის დაუსრულებელი გზის გამო, "სინოჰიდროსთან" ₾95-მილიონიანი კონტრაქტი შეწყვიტა

მთავრობამ ჩინურ კომპანია "სინოჰიდროსთან" არსებული 95-მილიონიანი კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე კომპანიის მიმდინარე პროექტს - ხულო-ზარზმის გზის 47-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას უკავშირდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, კონტრაქტორ კომპანიას ადგილზე საკმარისი პროგრესი არ გააჩნდა, ამიტომაც ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცხადდება ახალი ტენდერი, რათა სწრაფად მოიძებნოს სამშენებლო კომპანია, რომელიც 2024 წელსვე შეასრულებს ამ საგზაო სამუშაოებს. მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს მხოლოდ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები