საქართველოს მთავრობამ ყოფილ წევრს და სუსის ყოფილ უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე“, 2027 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად დაენიშნა.
დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.
შეგახსენებთ, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, უმაღლესი თანამდებობის პირებს დაცვა ენიშნებათ, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
























