მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ მოინდომა ჩვენი მოსყიდვა... ფინანსური შანტაჟია" - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი

რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. კლინიკის ქირურგი, მალხაზ გოგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას სამინისტროს მხრიდან დარღვეულ პირობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეალურად მიმდინარეობს დასაქმებულთა მიმართ ფინანსური შანტაჟი.

"დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ საავადმყოფოს დანგრევას. ნგრევას, ვითომც შენების მიზნით. გუშინ, უკვე მოვიდა ბრძანება, 5 თებერვლამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ვაპროტესტებთ იმასაც, რომ მინისტრმა დაარღვია ჩვენთვის მოცემული ყველა პირობა. პირველი პირობა იყო, რომ არაფერს გადაწყვეტდნენ ჩვენთან მოთათბირების გარეშე. ასევე, არაფერი უნდა გადაეწყვიტათ საექსპერტო დასკვნების გარეშე. არც საექსპერტო დასკვნებია და ჩვენთვისაც სრული მოულოდნელობა იყო.

ასევე, ვაპროტესტებთ იმას, რომ მთავრობამ მოინდომა ჩვენი მოსყიდვა. გამოცხადებული უპრეცედენტო კომპენსაციებით, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა. ჩვენ არ გვესმის, რატომ ვართ განსაკუთრებული, რატომ არ იყენებენ კანონით განსაზღვრულ მექანიზმს? ამას მოაყოლეს 2 დღის წინ მიცემული პირობის დარღვევა. 90 დღე უნდა გვქონოდა მოსაფიქრებლად და უცებ, გუშინ მოვიდა ბრძანება, რომ 5 თებერვლამდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაგვიშვებენ და მხოლოდ ერთი თვის კომპენსაციას მოგვცემენ. ურჩობისთვის დაგვსჯიან. ეს არის პირდაპირი ფინანსური შანტაჟი" - განაცხადა მალხაზ გოგუამ.

მისივე თქმით, შეუსრულებელი პირობების გამო, სამინისტროსთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია და დასაქმებულები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს კომპენსაციის ასარჩევად ორკვირიანი ვადა მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები