მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების ახალი წესი დაამტკიცა

5cd2b67357a78
ელენე გოგბერაშვილი
08.05.19 15:00
1595
მთავრობის N212 დადგენილებით, რომელიც 2019 წლის 30 აპრილით თარიღდება, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების, ასევე მონაცემების წარმოების ახალ წესი აამოქმედა.
შესაბამის სერვისს მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაუწევს.

სტატუსის დადგენის მიზნით პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტატუსის მაძიებლის შვილების/ნაშვილები პირების დაბადების მოწმობები, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები. ასევე ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აუცულებელია სტატუსის დადგენის ფაქტების უტყუარი დადასტურებისთვის.

სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭებათ იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან ნაშვილები. ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან ნაშვილები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები