მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "მსოფლიო ტურიზმის დღის" ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ბინები

მთავრობამ "მსოფლიო ტურიზმის დღის" ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს წელს საქართველო უმასპინძლებს, რა დროსაც სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრებს ელიან.

მთავრობის 9 სექტემბრის განკარგულების თანახმად, 2024 წლის 26-28 სექტემბერს თბილისში, მსოფლიო ტურიზმის დღის გამართვის ფარგლებში, საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცემა მონაწილე ოფიციალური დელეგაციების წევრებს, ღონისძიების მონაწილეებს და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მენეჯმენტსა და შესაბამის თანამშრომლებს, თავად ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიწოდებული სიების შესაბამისად.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, მთავრობის განკარგულების თანახმად, მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული კოორდინაცია დაევალა ეკონომიკის სამინისტროს და მის სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია, თბილისში ტური და სადილი სტუმრებისთვის, სადღესასწაულო მიღება და მუხრანში გასვლითი კულტურული ღონისძიება. ასევე, კონფერენცია და სადისკუსიო პანელები, ხოლო 27 სექტემბერს საქართველოს პრემიერის სახელით სადღესასწაულო ვახშამი თბილისში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები