მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ ონში კვარცის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის მოთხოვნები დაადგინა

57283dbb3fa26
დავით ჯალაღონია
03.05.16 09:53
2446
მთავრობამ ღების ტერიტორიაზე კვარცის მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის მოთხოვნები დაადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებაშია ნათქვამი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე დომბურულას ხეობაში, სასარგებლო წიაღისეულის - კვარცის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 3 წლის ვადაში არანაკლებ 1 500 000 დახარჯოს.
 
გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელს არანაკლებ 20 ადგილობრივის დასაქმების ვალდებულება ექნება და ასევე, 50 ათასი ლარის ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება დაევალება.

ამასთან, განკარგულებით გათვალისწინებულია, რომ კვარცის მოპოვების ლიცენზიანტმა ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას; ასევე, მან სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების შემდგომ საბადოს კომპლექსური ათვისება უნდა უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები