მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ პრაქტიკულად დახმარების გარეშე მიატოვა სამედიცინო სექტორი - ჭიაბერაშვილი

61f6485c08439
მარიამ ვარადაშვილი
31.01.22 09:00
337
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალისა და ჰოსპტალური სექტორის დამსახურებაა, რომ საქრათველოში სიკვიდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი არ არის.

როგორც მან “ანალიტიკაში” განაცხადა, სახელმწიფო მეტად რომ დახმარებოდა სამედიცინო სექტორს კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უფრო ნაკლები იქნებოდა.

“ქვეყანაში ასეთი უკონტროლო გავრცელების მიუხედავად, ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა, ჰოსპიტალურმა სექტორმა გამოცდა ჩააბარა. გარდაცვალების პროცენტი რომ 1.4%-ია ეს დიდწილად ჩვენი სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა და არა მთავრობის, რომელმაც პრაქტიკულად მიატოვა სამედიცინო სექტორი იმ დახმარების გარეშე, რისი არსებობის შემთხვევაშიც ისინი კიდევ უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ.

თუმცა, სიკვიდილიანობის ეს დაბალი პროცენტი არანაირად არ არის შეღავათი იმ 15 ათასამდე ოჯახისთვის, სადაც ადამიანები გარდაიცვალნენ და ზოგ შემთხვევაში ორიც კი. უაზარმაზარი ტრაგედია ტრიალებს ქვეყანაში. მინუსებზე საუბრისას როცა უნდა შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა პანდემიის დაწყების დღიდან ვიტყოდი, რომ საქართველო სიკვდილიანობით მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიოში მე-7 ადგილაზეა და სამწუხაროდ, ტენდენცია ისეთია, რომ შეიძლება კიდევ უფრო მაღლა ავიწიოთ ამ ძალიან ცუდ, სამწუხარო რეიტინგში. ეს არის ყველაზე მთავარი შეფასების კრიტერიუმი. რამდენად შეძლო მთავრობის პოლიტიკამ გადაერჩინა ადამიანები, თუმცა სამწუხაროდ-ვერ”,-ამბობს ჭიაბერაშვილი.

ამის მიზეზად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პანდემიის მართვის მკაფიოდ განსაზღვრულ პოლიტიკას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, სახელმწიფოს პანდემიის მართვის არცერთ ეტაპზე არ ჰქონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები