მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "რიყის დოქები" ისევ ვერ გაყიდა

6228be7ab72a6
მარიამ ვარადაშვილი
09.03.22 18:55
963
მთავრობამ ე.წ. "რიყის დოქები" ისევ ვერ გაყიდა. 23 თებერვალს გამოცხადებული აუქციონი დღეს დასრულდა. ამჯერად თბილისში, რიყის ტერიტორიაზე 14591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობეს 10 მლნ ლარად იყიდებოდა.

ბოლოს იანვარში გამოცხადებულ აუქციონთან შედარებით, მთავრობამ 20 მლნ ლარით შეამცირა საპრივატიზაციო თანხის მოცულობა.

“პირობა არის, რომ მინიმუმ 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელდეს. შესაბამისად, მონაწილემ შესაბამისი გარანტიები უნდა წარმოადგინოს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში [36 თვე] უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არ მოცემული. ეს იქნება არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. საუბარია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე როგორებიცაა ქართული ღვინის და ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები”, - აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 21 თებერვალს.

ე.წ. "რიყის დოქები" მთავრობას ბოლოს აუქციონზე იანვარში ჰქონდა გამოტანილი. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად - 30 მლნ ლარად, თუმცა მეხუთე ცდაზეც სახელმწიფომ მისი გაყიდვა ვერ შეძლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები