მთავრობამ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო. მიზანი მასწავლებელთა STEAM ბანაკის შეუფერხებელი ჩატარებაა.
მთავრობამ განკარგულებით, 2019 წელს დაფუძნებული აიპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დაფინანსება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების და ხელშეწყობის“ პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან დაავალა. დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ 18 ივნისს მოაწერა.
ცნობისთვის, ქუთაისის საუნივესიტეტო ქალაქი 2019 წელს დაფუძნდა მისი დამფუძნებელი წევრი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუა“. დირექტორი კი ირაკლი კაცაძეა.

























