მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ რაგბის კავშირისა და ფეხბურთის ფედერაციისთვის სარეზერვო ფონდიდან ₾5 მლნ გამოყო

ფეხბურთი

საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სპორტის სამინისტროსთვის დამატებით 5 მლნ ლარი გამოყო. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 14 ნოემბრით დათარიღებული განკარგულების მიხედვით, აღნიშნული თანხის ნახევარი - 2.5 მლნ ლარი ფეხბურთის ფედერაციისთვის, მეორე ნახევარი კი რაგბის კავშირისთვის არის განკუთვნილი.

სპორტის სამინისტრომ 2.5 მლნ ლარი ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ფეხბურთის ფედერაციისთვის გადასარიცხად უნდა დაურიცხოს. მიზანი ფეხბურთსა და ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასაკობრივი ნაკრები გუნდების შესაბამის შეჯიბრებებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ამავე ნაკრები გუნდების მომსახურე პერსონალის, მსაჯების და ოფიციალური პირების ანაზღაურების დაფარვაა.

ამასთან, 2.5 მლნ ლარი საქართველოს რაგბის კავშირს გაწეული ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურების, სხვადასხვა კრედიტორის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებებისა და ვალდებულებების დაფარვის მიზნით უნდა ჩაერიცხოს, თუმცა 14 ნოემბრის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა 2025 წლის 2 ოქტომბრის #1607-ე განკარგულებით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისთვის, იმავე დოკუმენტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებშია გათვალისწინებული.

ოქტომბერში გამოქვეყნებული განკარგულება ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც სპორტის სამინისტრომ კავშირს 2025-2026 წლებში 10 მლნ ლარი უნდა გადაურიცხოს, რათა მათ 2023 – 2025 წლებში კავშირის მიერ გაწეული ფაქტობრივი ხარჯები და კრედიტორების მიმართ წარმოქმნილი დავალიანებები დაფაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები