მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ Retain-ს, AI Solutions-ს და Helio AI-ს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

სტარტაპები

საქართველოს მთავრობამ 3 კომპანიას ინოვაციური სტარაპის სტატუსი მიანიჭა. შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და 21 იანვრით არის დათარიღებული.

დოკუმენტების მიხედვით, 1 წლის ვადით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი Retain-ს, AI Solutions-ს და Helio AI-ს მიენიჭათ.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, კომპანია „რითეინ“ 2022 წელს არის რეგისტრირებული, მისი წილების მფლობელები არიან: გიორგი არეშიძე - 20%; ლევან ჯაბუა - 16%; ანანო დოლაბერიძე - 16%; გიორგი ჩუგოშვილი - 11%; კესარია ლელუაშვილი - 16%; რატი მაღლაფერიძე - 16%; ზაალ გაჩეჩილაძე - 5%.

შპს ეიაი სოლუშენს 2025 წლის ივნისში დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს ფლობენ: თამაზ ლეჟავა - 25.3%; ავთანდილ ჩახნაშვილი - 24.9%; ირაკლი ბარელაძე - 24.9%; ლაშა ფანცხავა - 24.9%.

შპს ჰელიო აი 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია HELIO Global-ია.


2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.

ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:

  • ინოვაციური სტარტაპი
  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია
  • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები