მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ საბანკო რეგულაციების გავლენაზე შესაძლოა იმსჯელოს

5c63f7b11ae6b
შოთა ტყეშელაშვილი
13.02.19 14:53
3671
“მე ვფიქრობ ეს ინფორმაცია ცოტა ნედლია, ის საჭიროებს დეტალურ ანალიზს და დეტალური ანალიზის შემდეგ უფრო შეგვეძლება, რომ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე,”- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე BMG-ის კითხვას, რომელიც საბანკო რეგულაციების გავლენას ეხება.

სამშენებლო და სავაჭრო, ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, 1 იანვრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ახალი სესხების გაცემის მაჩვენებელი, რის შედეგადაც, იპოთეკასა და სხვადასხვა საქონელზე, რომლის შეძენაც წარსულში განვადებით ხდებოდა, მოთხოვნა შემცირებულია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებლების მონიტორინგს ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი ახდენენ. მამუკა ბახტაძე ამბობს იმასაც, რომ მისი აზრით, ახალი რეგულაციები “ჯასაღი კრედიტების” გაცემას არ აფერხებს.

“სტატისტიკა, რომელიც თქვენ ახსენეთ საჭიროებს დეტალურ ეკონომიკურ ანალიზს, რასაც ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკის სპეციალისტები აკეთებენ. მაგრამ მოდი ჩამოვყალიბდეთ, ფუნდამენტურ საკითხზე, ჭარბვალიანობა იყო ის პრობლემა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სისტემური გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს პრობლემა მოითხოვდა სასწრაფო და პრინციპული ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩვენ განვახორციელეთ. მე ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისგან რომ ჭარბვალიანობასთან ბრძოლამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანსაღი კრედიტების შეფერხება.

ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღი დაკრედიტების სისტემაზე და თქვენ იცით რომ ჩვენ გადავერთეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მოდელზე, აქ პირიქით, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შექმნილი კრედიტორსა და მომხმარებელს შორის,”- ამბობს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები