"ოცნების" მთავრობის 29 დეკემბრის ბრძანებით საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოზე და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ წითელ ხიდზე თავისუფალი ვაჭრობის და სასაწყობო საქმიანობის განხორციელებაზე ახალი ნებართვა გაიცა. ნებართვები შეეხება ოთხ მიწის ნაკვეთს, რომლებიც სასაზღვრო პუნქტებზე ე.წ. მწვანე ზონაში მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ Duty Free ვაჭრობის ზონა გაფართოვდება.
"საქართველო-სომხეთის სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მდებარე N983,16.15.424 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2 მიწის ნაკვეთსა და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში მდებარე N83.11.22.606 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დაშვებულ იქნეს გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა, კერძოდ, სასაწყობო მეურნეობის აშენება/მოწყობა და ფუნქციონირება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველო-სომხეთის სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში მდებარე N83.16,15.423 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში მდებარე N83.11,22.607 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დაშვებულ იქნეს გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობა, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა/სასაწყობო მეურნეობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”- ნათქვამია ბრძანებაში.
ამონაწერის თანახმად, სომხეთის სასაზღვრო პუნქტის შემთხვევაში საუბარია 211 და 124 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ამ ნებართვის გაცემაზე, წითელი ხიდის შემთხვევაში კი საუბარია 162 და 156 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთებზე.
სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე:

წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე:


























