მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "საქართველოს ბანკს" 28 ქალაქის იუსტიციის სახლში ფართები დროებით სარგებლობაში გადასცა

იუსტიციის სახლი

მთავრობამ „საქართველოს ბანკს“ თბილისისა და კიდევ 27 ქალაქის იუსტიციის სახლებში ფართები დროებით - 3 თვის ვადით სარგებლობაში გადასცა.

მთავრობის 2313-ე განკარგულების მიხედვით, "საქართველოს ბანკმა" 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით სხვადასხვა ქალაქში ჯამში 295.3 კვ.მ.-ის ფართის სანაცვლოდ, ყოველთვიურად 39 194 ლარის მოცულობით ქირა უნდა გადაიხადოს. მთავრობა დოკუმენტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - იუსტიციის სახლს დროებით სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობას აძლევს.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 2025 წლის 31 დეკემბრით არის დათარიღებული და ძალაში 1 იანვრიდან შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები