მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ "საქართველოს რკინიგზას" 22 თვეში თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება დაავალა

57b1be61dc221
დავით ჯალაღონია
15.08.16 17:04
2115
მთავრობამ "საქართველოს რკინიგზას" 22 თვეში თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება დაავალა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
 
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს რკინიგზას“ ეთხოვოს:

ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის N497 განკარგულების შესაბამისად მომზადებული საპროექტო-საინჟინრო კვლევის საფუძველზე წარდგენილ თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებულ პროექტზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება ამ განკარგულების მიღებიდან არა უგვიანეს 22 თვის განმავლობაში;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „ჩინთის რკინიგზის 23-ე ბიურო ჯგუფთან“ 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

2. სს „საპარტნიორო ფონდმა“ და სს „საქართველოს რკინიგზამ“ უზრუნველყონ, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ეთხოვოს, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის კონსერვაცია, მისი შესწავლისა და გაუმჯობესების მიზნით, 2013 წელს განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები