მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ „საქმილსადენმშენი“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა - რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

განმუხური

მთავრობამ კომპანია „საქმილსადენმშენი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან 3 თვით გაათავისუფლა. 17 ივლისის 1550-ე განკარგულების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს, რათა კომპანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი სამუშაოები განახორციელოს.

„საქმილსადენმშენს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურზე 55 000 მ³-ის ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება მიეცა. რისთვისაც კომპანია ვალდებულია განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 11 000 ლარი გადაიხადოს.

წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს. წიაღისეულის ვადის გასვლიდან 2 კვირაში კი „საქმილსადენმშენმა“ სააგენტოს და დეპარტამენტს მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, "საქმილსადენმშენი" 1996 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი დირექტორი ავთანდილ ლომთაძეა, რომელიც კომპანიის 34.42%-ს ფლობს. მასთან ერთად წილებს ინაწილებენ მერაბ ხელაძე [21.28%], ამბერკი ნიქაბაძე [19.66%], გიორგი ცნობილაძე [0.86%], შოთა კიკოლიაშვილი [1.37%], დავით ბანძელაძე [1.04%], თამარი მოსიძე [0.53%], ამირან გელენიძე [2.06%], რომანი კაკაურიძე [2.06%], გრიგოლ ნიშნიანიძე [3.46%], ონისე თედორაძე [1.72%], გიორგი გოქაძე [0.43%], მერაბ ღვინჯილია [0.43%], ეთერ გელაშვილი [0.58%], ნაზი ჩორგოლაშვილი [0.69%], გიორგი გელაშვილი [1.04%], მერაბ სირბილაძე [0.69%], მანანა გელაშვილი-ახალკაცი [0.57%], მარინა ნაყიშაშვილი [0.57%], მზია დარსაძე [1.04%], ლაშა ჯაჯაია [0.69%], ჯანსუღი ბერძენიშვილი [0.69%] ჯაბა ხაჩიძე [1.53%].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები