2017 წლის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 74 მილიონი დაიხარჯა, თუმცა დაგეგმილი 40 მილიონი ლარი იყო.
ყველაზე მეტი, 14 მილიონი ლარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და მართვას მოხმარდა. 7 მილიონი გამოეყო ფეხბურთის განვითარების ფონდს, 2 მილიონი კი კალათბურთის მხარდამჭერ პროგრამას.
მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირის გაუმჯობესებისთვის 4 მილიონი გამოიყო. 2,8 მილიონი ლარი მოსახლეობის სოციალური დახმარებისთვის დაიხარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან 6 მილიონი ლარი მიიღო, თავად მთავრობის ადმინისტრაციამ კი 2,4 მილიონი.

























