მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. 16 ოქტომბრის №500 დადგენილება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებასა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს უკავშირდება.
რეგლამენტი ემსახურება მავნე ნივთიერებების (გოგირდის დიოქსიდის, აზოტის ოქსიდებისა და მყარი ნაწილაკების და სხვა) გაფრქვევების შემცირება, რაც ხელს უწყობს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და ევროპული ეკოლოგიური სტანდარტების დანერგვას.
რეგლამენტი ადგენს მკაცრ ნორმებსა და ზღვრულად დასაშვებ ემისიებს იმ საშუალო და დიდი სიმძლავრის წვის დანადგარებისთვის, რომლებიც გამოიყენება ენერგეტიკაში, მრეწველობასა და სხვა სექტორებში.
დოკუმენტი განსაზღვრავს წვის დანადგარების (მაგ. საქვაბე დანადგარები, ტურბინები, ძრავები და ა.შ.) ექსპლუატაციის, მონიტორინგისა და კონტროლის წესებს, ტექნიკურ მოთხოვნებსა და შესაბამისობის პროცედურებს.
უკვე მოქმედი დანადგარებისთვის რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების ამოქმედების ვადად 2029 წლის 1 მარტია განსაზღვრული, ხოლო იმ საწარმოებისთვის ან დანადგარებისთვის, რომლებიც ახლა იგეგმება ან შენდება, გარდამავალი პერიოდი გათვალისწინებული არაა.






















